მთავარისაქართველოთბილისის ქუჩები

თბილისის ქუჩები

როგორ არჩევენ თბილისის ქუჩების სახელებს

ქალაქებში, ქუჩების სახელები ხშირად ამ ქალაქის ისტორიას ყვებიან. თბილისში, ზოგ ქუჩას ქართველი საზოგადო მოღვაწის სახელი ჰქვია, ზოგსაც მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის გამო ანიჭებენ ამა თუ იმ სახელს. ურბანისტების თქმით ქალაქის დაგეგმარებისას, ქუჩის დასახელების შერჩევას დიდი მნიშვნელობას აქვს. როგორია ეს პროცესი, როგორ არჩევენ თბილისის ქუჩების სახელებს?

თბილისში ერთ პატარა ქუჩას, რომელიც ცენტრალურ უბანშია სახელი ჯერ არ აქვს. მას სახელს მალე შეურჩევენ და აბრასაც დაკიდებენ. თუმცა მანამდე ევრონიუს ჯორჯიამ ქუჩაში მოსახლეობას კითხვით მიმართა – მათი აზრით,  რის მიხედვით უნდა ირჩეოდეს თბილისის ქუჩების სახელები.

„მგონია, რომ ქუჩებს სახელებს ადამიანის დამსახურების მიხედვით უნდა არქმევდნენ

„შესაბამისად უნდა შეირჩეს, ვინ როგორი მოღვაწეა, შეირჩევა და შემდეგ დაერქმევა, მივესალმები ამას, რომ არ დაიკარგოს იმათი სახელი

„თბილისის ქუჩებს გამოჩენილი ხალხის სახელი უნდა ერქვას, მწერლების მსახიობების მხატვრების”- ამბობენ მოქალაქეები

გარდა ახალი სახელების  შერჩევისა, თბილისში, ისევე, როგორც ყველა ქალაქში,  ბევრია ისეთი ქუჩა, რომელთაც სახელი შეუცვალეს. მაგრამ მოქალაქეების ნაწილი ასეთ ქუჩებს ზოგჯერ მაინც ძველი სახელებით მოიხსენიებს. იმ სახელით, რომელსაც შეეჩვია და იოლად აგნებს. ურბანისტების აზრით, სახელის გადარქმევისას ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული დაფიქრება მართებს

„ურბანული დაგეგმარება, მოიცავს სოციალურ ელემენტსაც, ეს კი ნაკლებმნიშვნელოვანი არ არის თუ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არა, თუ ასე შევხედავთ ქალაქის დაგეგმარება ნიშნავს მთელი სოციუმის დაგეგმვას თავისი სამოსელით, აი ეს მატერიალური გარემო სწორედ სოციუმის სამოსელია, ამ სოციუმს აქვს მეხსიერება, ამიტომ ამ ქუჩების სახელები მნიშვნელოვანია, ამიტომ უნდა დაფიქრდეს ქალაქის განმავითარებელი ამ ქუჩების სახელები რამდენად ხშირად უნდა შეიცვალოს, საერთოდ უნდა შეიცვალოს თუ არა?-ამბობს ურბანისტი ზურა ბაქრაძე

ქუჩებს სახელებს, თბილისის საკრებულოს სახელდების კომისიაში  არჩევენ.  საკრებულოში ამბობენ, რომ მოსახლეობის ინიციატივას ხშირად ითვალისწინებენ, თუმცა პროცედურა არც იმდენად მარტივია, რომ ცვლილება რამდენიმე დღეში დასრულდეს

„ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების მაქსიმალური ჩართულობა, როდესაც კომისია ამა თუ იმ პიროვნების სახელდებას დააინიცირებს , შემდეგ 20 დღე საჯარო განხილვა მიმდინარეობს, შემდეგ კი დაინტერესებული პირებს ვეძახით  საკრებულოში და დისკუსია იმართება. ძირითადად ჩვენ აქცენტი უსახელო ქუჩებზე გვაქვს გაკეთებული, თბილისის მასიური განაშენიანება მიმდინარეობს, ამიტომ ბევრი ასეთი ქუჩა ჩნდება“ -ამბობს სახელდების კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი

თბილისის ქუჩების სახელები ბევრია და მრავალფეროვანი. მათი ნაწილი – ზოგს აკვირვებს, ზოგს ახარებს. ქუჩის სახელებს განსჯიან, განიხილავენ, ღიმილით ან სიამაყით იხსენიებენ.   მაგრამ როგორც უნდა იყოს, თბილისის ქუჩები დედაქალაქის  ისტორიასა და ხასიათზე გვიამბობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend