მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში კორონავირუსის გავრცელება ბოლო ერთ კვირაში 10%-ით გაიზარდა

ევროპაში კორონავირუსის გავრცელება ბოლო ერთ კვირაში 10%-ით გაიზარდა

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელმა ევროპაში ბოლო ერთ კვირაში ათი პროცენტით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ევროპაში ვირუსის გავრცელების ტემპი ბოლო ორი თვის განმავლობაში შემცირებული იყო.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხდა,  ვირუსის გავრცელება ვაქცინაციის პროცესის გაჭიანურებას, ვირუსის ახალი ვარიანტების გამოჩენასა და სოციალური კავშირების აღდგენას უკავშირდება.

,,ევროპის მასშტაბით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირების 10-კვირიანი პერიოდი დასრულდა. გასული კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობამ 10%-ით მოიმატა, რაც გამოწვეულია მოგზაურობით, შეკრებებითა  და სოციალური შეზღუდვების შემსუბუქებით. შემაშფოთებელია ისიც, რომ დელტა ვარიანტი ვრცელდება იმ რეგიონებში, რომლებშიც, მიუხედავად მთავრობების მცდელობისა, მილიონობით ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული,“ – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ.

კორონავირუსის ,,დელტა“ შტამი მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. მეცნიერების მტკიცებით, დელტა შტამი სხვა შტამებზე უფრო სწრაფად ვრცელდება შესაბამისად, მოკლე დროში აინფიცირებს ბევრ ადამიანს, დელტა შტამის ყველაზე ბევრი შემთხვევა ინდოეთში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და  რუსეთში დადასტურდა.

კოვაქსის“ ინიციატივის წარმომადგენლები მოუწოდებენ მთავრობებს, თანაბრად უზრუნველყონ ვაქცინით ყველა ადამიანი, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.

ამავდროულად, პირველი ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიასა და შენგენის ზონაში ციფრული კოვიდსერტიფიკატები ამოქმედდა.

სერტიფიკატი სამი სახისაა: დოკუმენტში განსაზღვრული იქნება, ჩატარებული აქვს  თუ არა პირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, აქვს თუ არა ტესტის უარყოფითი პასუხი ან ვირუსისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთი.

კოვიდსერტიფიკატი ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, ასევე ისლანდიაში, ლიხტენშტაინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში მოქმედებს.

კოვიდსერტიფიკატებიბიონტექ/ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკასა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებით აცრილი პირებისთვის გაიცემა. ასევე, სერტიფიკატების გაცემა იგეგმება იმ პირებისთვის, რომლებიც აცრილი არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცებული ვაქცინებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend