მთავარიევროპასერბეთისლობოდან მილოსევიჩის ორ ყოფილ მოკავშირეს პატიმრობა მიუსაჯეს

სლობოდან მილოსევიჩის ორ ყოფილ მოკავშირეს პატიმრობა მიუსაჯეს

ჰააგაში გაეროს სამხედრო ტრიბუნალმა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის ყოფილ ორ მოკავშირეს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სერბეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს იოვიცა სტანიშიჩსა და მის მოადგილეს ფრანკო სიმატოვიჩს სერბული ე.წ. „სიკვდილის რაზმების“ მხარდაჭერაში დასდეს ბრალი. ისინი 1992 წელს მუსლიმანებსა და ხორვატებს ავიწროებდნენ.

ჰააგაში გაეროს სამხედრო ტრიბუნალმა აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის ყოფილ ორ მოკავშირეს განაჩენი გამოუტანა 1990-იან წლებში ბალკანეთის სისხლისმღვრელ ომში ჩადენილი დანაშაულის გამო.

სერბეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს იოვიცა სტანიშიჩსა და მის მოადგილეს ფრანკო სიმატოვიჩს სასამართლომ 12- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ისინი ბრალდებული არიან  სერბეთის ე.წ. „სიკვდილის რაზმის“ მხარდაჭერის გამო. იოვიცა სტანიშიჩი და ფრანკო სიმატოვიჩი 1992 წელს მუსლიმანებსა და ხორვატებს ავიწროებდნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სერბეთის ოფიციალური პირები დამნაშავედ ცნეს.

2001 წელს იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი ჰააგაში გაეროს სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგა, თუმცა 5 წლის შემდეგ იგი თავის საკანში გარდაიცვალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend