მთავარიკუბიკანადაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა სავარაუდოდ ათობით ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა

კანადაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა სავარაუდოდ ათობით ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა

კანადის პოლიციის განცხადებით, უეცარი სიკვდილის ათეულობით შემთხვევა შესაძლოა უკავშირდებოდეს ანომალიურ სიცხეს. ამის გამო კანადის პროვინციაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, დახურეს სკოლები.  არსებობს წყალდიდობის საშიშროება, მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ქვეყანაში ბოლო 80 წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 46,6 გრადუს ცელსიუსი, ორშაბათს დაფიქსირდა. სიცხე იყო სამშაბათსაც. ქვეყნის ზოგიერთ ადგილას ტემპერატურამ 49 გრადუსამდე მოიმატა.

 

კანადის სამეფო პოლიციის ინფორმაციით, 70-მდე ადამიანის სიკვდილის მიზეზი გაუსაძლისი სიცხე იყო. ტემპერატურის მომატების  გამო ძირითადად  მოხუცებულები დაიღუპნენ. თუმცა პროვინციის მთავარმა გამომძიებელმა ლიზა ლაპოინტემ აღნიშნა, რომ  ცოტა ხნის წინ 230-ზე მეტი ადამიანის უეცარი გარდაცვალების შესახებ შეტყობინება მიიღეს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, უკავშირდება თუ არა მათი გარდაცვალება ანომალიურ სიცხეს.

სიცხეებია ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ პორტლენდსა და სიეტლში. შტატების მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, პორტლენდში ტემპერატურა 46 გრადუსამდე ავიდა, სიეტლში კი 42 გრადუსი დაფიქსირდა. ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ ტრამვაის კაბელებიც კი დნება, რის გამოც პორტლენტში სატრანსპორტო სამსახურმა დროებით შეაჩერა მუშაობა.

 

ტემპერატურის მომატება მხოლოდ ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტის პრობლემა არ არის. თანამგზავრიდან ახლად გამოგზავნილი ფოტოების მიხედვით, ციმბირშიც სიცხეებია.

კლიმატის ცვლილებების გამო, გლობალური ტემპერატურის მატებასთან ერთად, სავარაუდოდ, გაიზრდება სითბური ტალღები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ტემპერატურის მატება იწვევს დამანგრეველ წყალდიდობებს, ტყის ხანძრებსა და ციმბირის იმ მუდმივად გაყინული ქანების დნობას, რომელიც რუსეთის ორ მესამედს მოიცავს.

ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტსა და ასევე ევროპაში ტემპერატურის რეკორდულად მაღალმა მაჩვენებელმა კიდევ ერთხელ აალაპარაკა სოციალური ქსელი გლობალური დათბობის საშიშროებაზე, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას.

გარემოსდამცველმა აქტივისმა გრეტა თუნბერგმა გამოაქვეყნა ტვიტი, რომელშიც წერს, რომ ადამიანები პლანეტის დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს: „ჩვენი ლიდერები კვლავ ანადგურებენ ჩვენი ცხოვრებისთვის აუცილებელ პირობებს და ხსნიან მეტ ნავთობსადენს, რაშიც უამრავ თანხას დებენ“, – წერს ტუნბერგი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend