მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობრიტანეთში ახალი საიმიგრაციო სისტემა ინერგება

ბრიტანეთში ახალი საიმიგრაციო სისტემა ინერგება

30 ივნისი ბოლო ვადაა, რომ ევროპის მოქალაქეებმა ბრექსიტის შემდეგ მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად განცხადება შეიტანონ.

ბრიტანეთში ახალი საიმიგრაციო სისტემა დაინერგება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ განცხადებებს აღარ მიენიჭება უპირატესობა.

ამ მომენტში 400 000-ზე  მეტი განაცხადია, თუმცა პასუხი ჯერ არავისთვის გაუციათ, ზოგი წელიწადზე მეტია ელის.

დიდი ალბათობით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც უფრო რთულ მდგომარეობაში არიან და მათი საკითხის შესწავლას დრო სჭირდება. თუმცა ეს ხალხი დაამშვიდეს და უთხრეს, რომ  თუ განაცხადი დროულად აქვთ შემოტანილი, ქვეყანაში დარჩენის უფლება მიეცემათ.

ევროკავშირის დაახლოებით ხუთ-ნახევარმა მილიონმა მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად განცხადება უკვე შეიტანა, თუმცა აქედან ათასობით ადამიანის საქმის განხილვა ჯერ არც დაწყებულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend