მთავარიამერიკააშშახალი დოკუმანტური ფილმი "ვინ ხარ შენ, ჩარლი ბრაუნ?"

ახალი დოკუმანტური ფილმი “ვინ ხარ შენ, ჩარლი ბრაუნ?”

ამერიკელი ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საგაზეთო რუბრიკის „ფინათსის“ შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა.

ათწლეულების განმავლობაში პერსონაჟები ჩარლი ბრაუნი და მისი მეგობარი სნუპი სხვადასხვა ცხოვრებისეულ გაკვეთილს სწავლობდნენ და თავიანთ გამოცდილებას ახალგაზრდა მკითხველებს უზიარებდნენ. კომიქსის ავტორი ჩარლზ შულცი ყოველთვის ცდილობდა, რომ კარიკატურებში სერიოზული თემებიც განეხილა.

„კომიქსში ნაჩვენები იყო ის კომპლექსები და ემოციები, რომლებსაც ჩვენ ყველანი განვიცდით. ამან კომიქსი სხვებისგან გამოარჩია. ბევრი კარიკატურისტი ამბობს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მათ საგაზეთო რუბრიკაში ნამდვილი ადამიანური ემოციები დაინახეს”, – ამბობს ჩარლზ შულცის მეუღლე ჟან შულცი.

კომიქსის მთავარი პერსონაჟი ჩარლი ბრაუნი მორიდებული ბიჭია, რომელსაც დაბალი თვითშეფასება აქვს და შფოთავს. ამ პრობლემების გადასალახად მას მეგობრები ეხმარებიან. წლების განმავლობაში „ფინათსის“ კომიქსის შესახებ არაერთი ანიმაციური ფილმი გადაღებულა, რამაც ეს პერსონაჟები კიდევ უფრო პოპულარული გახადა. ახალი დოკუმენტური ფილმის „ვინ ხარ შენ, ჩარლი ბრაუნ?“ პრემიერა 25 ივნისს გაიმართა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend