მთავარიამერიკააშშ"ძმები სპარკსები" - ახალი დოკუმენტური ფილმი ცნობილი როკ ბენდის შესახებ

“ძმები სპარკსები” – ახალი დოკუმენტური ფილმი ცნობილი როკ ბენდის შესახებ

დიურან დიურანი, სექს პისტოლსი, ნიუ ორდერი, სმითსი, რედ ჰოთ ჩილი პეპერსი – ამ ლეგენდარულ ბენდებს ერთი რამ აერთიანებთ. ყველა მათგანი განიცდიდა ამერიკული პოპ როკ ბენდის „სპარქსის“ გავლენას. ჯგუფის წევრების რონისა და რასელ მეილის შექმნილი მუსიკა ბევრ ჟანრს აერთიანებდა. კრიტიკოსები მათ მუსიკას ხშირად „არტ-პოპად“ იხსენიებენ.

„ბენდმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა პოპ კულტურაზე. სპარსკსისგან შთაგონებას იღებდნენ არამარტო ბენდები არამედ სხვა ხელოვანებიც. ამიტომაც ფილმი მხოლოდ ბენდზე არ არის, ის მეოცე საუკუნის პოპ კულტურაზეა“, – ყვება ფილმის რეჟისორი ედგარ რაითი.

ედგარ რაითის დოკუმენტურ ფილმში ბენდ „სპარკსზე“ სხვადასხვა ცნობილი მუსიკოსები საუბრობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბენდმა მსოფლიო დონის პოპულარობისთვის არ მიუღწევია, მათ მაინც დიდი გავლენის მოხდენა შეძლეს. ფილმის „ძმები სპარკსების“ პრემიერა წლის დასაწყისში სანდენსის ფილმის ფესტივალზე გაიმართა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend