პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ექსპერიმენტულ თევზსაშენში ასობით ზუთხს პროტეინის მისაღებად მწერებით და ჭუპრით კვებავენ.
ეს კაცი მეცხოველეობის დარგის მეცნიერია და ევროპულ პროექტ HiProMine-შია ჩართული. ეს პროექტი ინოვაციურ ტექნოლოგიებს ავითარებს და ჭუპრისგან პროტეინს იღებს. ისინი თვლიან, რომ მწერები ერთგვარი გამოსავალია ისეთი პრომლემის მოსაგვარებლად, როგორიცაა მოთხოვნის ზრდა შინაური ცხოველებისა და ფრინველების საკვებზე.
მატეუშ როსკი, პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მეცნიერი:
„როდესაც თევზის პროტეინით მდიდარ საკვებს ვიყენებთ, რომელიც აკვაკულტურაში ყველაზე მოთხოვნადია, ამისთვის თევზის დაჭერა მაინც გვიწევს, რადგან ერთი კილოგრამი თევზის საკვები ფხვნილის დასამზადებლად ოთხი კილოგრამი თევზია საჭირო. ზიანი არც გარემოს რომ არ მიადგეს და არც ველურ ბუნებას, პროტეინის ახალი ნედლეული უნდა ვიპოვოთ, რომელიც მომავალში ადამიანის საკვები იქნება.“
ამ თევზსაშენიდან აღმოსავლეთით ორი საათის სავალზე მდებარე მეზობელ თევზსაშენში ზუთხს კვებავენ მწერებისგან მიღებული პროტეინით, რომელსაც HiProMine-ის ლაბორატორიებში ამზადებენ. ამ ჭიების გამოყვანას 2-დან 8 კვირამდე სჭირდება. ამ პერიოდში ჭუპრებს ბიოლოგიური ნარჩენით კვებავენ, ისინი ძალიან ცოტა წყალს სვამენ, მათ ექსკრემენტს კი ამუშავებენ და სასუქს იღებენ. HiProMine-ის ყველაზე ტექნოლოგიურ მიღწევას საიდუმლოდ ინახავენ.
HiProMine-ის პროექტების საერთო ბიუჯეტი 12 მილიონ-ნახევარი ევროა, რომლის 68 პროცენტი ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში ფინანსდება.
აქ ბიოპროდუქტის გადამუშავება და ტექნოლოგია ერთად ცირკულარულ ეკონომიკას ქმნიან.
ანა ანდჟეევსკა, HIPROMINE-ის პროექტის კოორდინატორი:
„ჩვენ მთავარ აქცენტს პროტეინის ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე, მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებაზე ვაკეთებთ.“
პოლონეთის ამ რეგიონში მწერებით მხოლოდ ზუთხს არ კვებავენ. ექსპერიმენტული მეფრინველეობის ფერმაში იკვლევენ, თუ რა გავლენას ახდენს მატლის პროტეინი შინაური ფრინველის ხორცზე.
ბართოშ კიერონჩიკი, პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მეცნიერი:
„ჩვენ შეგვიძლია, ნაწილობრივ ან სრულად ჩავანაცვლოთ საკვები ცხიმები, როგორებიცაა სოიოს ზეთი, პალმის ზეთი და ფრინველის ცხიმი, ე.წ. ლომუკასებრთა ოჯახის ბუზის ცხიმით. სწორედ ამ სახეობის ჭუპრების წარმოება ყველაზე მეტად არის გავრცელებული ევროპაში.“
ეს ევროპული პროექტი ახალი ეკოლოგიური პაქტის ნაწილია, რომელიც ფინანსური კრიზისის დაძლევასა და კლიმატური პრობლემების გადაჭრას ეკომეგობრული ინიციატივების მეშვეობით აპირებს.
ავტორი: ავრორა ველესი