მთავარიმსოფლიოკვიპროსზე არომატული ტურიზმის განვითარების მიზნით უძველესი მცენარეების კულტივირებას ცდილობენ

კვიპროსზე არომატული ტურიზმის განვითარების მიზნით უძველესი მცენარეების კულტივირებას ცდილობენ

ლავანდა, რეჰანი, ვარდები – ეს და სხვა ისტორიული არომატული მცენარეები კვიპროსში მოჰყავთ, რომ ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს და კვიპროსმა დაიბრუნოს ძველი რომის იმპერიის დროინდელი მდიდრული ბოტანიკური ქვეყნის სტატუსი.

70 წელზე მეტია ცოლაკისის ოჯახს სირიული წარმოშობის ვარდისფერი ვარდი მოჰყავს, ეს ვარდი პირველად სოფლის ეკლესიასთან მოულოდნელად ამოვიდა. მისი ზეთი კოსმეტიკასა და საჭმელში გამოიყენება. მეყვავილე ელენა ცოლაკისი ამბობს, რომ ვარდების კრეფას დილით, ექვსის ნახევარზე იწყებენ.

 

„მნიშვნელოვანია, ვარდი დილით ადრე დაიკრიფოს, რომ მას შეუნარჩუნდეს არომატი და შემდგომ მისგან უმაღლესი ხარისხის ვარდის ზეთი ვაწარმოოთ“, – ამბობს ელენა ცოლაკისი.

ევროპული პროექტის მიზანია, შეიქმნას მრავალფეროვანი ტურისტული მარშრუტი, რომელიც ევროპის სხვადასხვა ადგილს საერთო ტრადიციებით გააერთიანებს.

ბოტანიკოსი მირანდა ტრინგისის თქმით ისინი ზეთებს ტრადიციული მეთოდებით ამოწმებენ.

„მცენარეებს ზეთოვანი ნივთიერების ყველაზე მაღალი შემცველობა აქვთ. ასევე ადგილობრივი კლიმატი ასეთი მცენარეების გაზრდისთვის იდეალურია, რადგან მცენარეებს სიცხე და ძლიერი მზე უყვართ“, – ამბობს მირანდა ტრინგისი.

პროექტი არომატული და სამკურნალო მცენარეების მეშვეობით ევროკავშირის ექვს სამხრეთ წევრ ქვეყანას – ბოსნიას, ხორვატიას, კვიპროსს, საფრანგეთს, იტალიასა და მალტას – აერთიანებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend