მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს მეტ ჰენკოკს, ინგლისის შს ყოფილი მინისტრი საჯიდ ჯავიდი...

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს მეტ ჰენკოკს, ინგლისის შს ყოფილი მინისტრი საჯიდ ჯავიდი შეცვლის

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს მეტ ჰენკოკს, ინგლისის  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი საჯიდ ჯავიდი შეცვლის.

,,ვამაყობ იმით, რაც ჩვენ პანდემიის დასამარცხებლად და ვაქცინაციის სწრაფად გავრცელებისთვის გავაკეთეთ. ველოდები მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას. ჩვენ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ ამ პანდემიას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და დარწმუნებული ვარ, ქვეყანას გააჩნია პოტენციალი დაძლიოს ყველა გამოწვევა”,- განაცხადა ინგლისის ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საჯიდ ჯავიდმა.

ჰენკოკი მას შემდეგ გადადგა, რაც გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ არღვევს ის პანდემიის გამო დაწესებულ სოციალური დისტანციის წესს.

გამოცემა ,,the sun,”  წერს, რომ მას თანამშრომელთან ჰქონდა რომანი. გაზეთის ცნობით ფოტოები სწორედ მაშინ არის გადაღებული, როცა ქვეყანაში მოქმედებდა მკაცრი წესები სოციალური დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით.

ამ დრომდე გაურკვეველი რჩება ინგლისში 19 ივლისს გაუქმდება თუ არა გეგმის მიხედვით დაწესებული შეზღუდვები, რადგან შაბათს, კორონავირუსის 18, 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 5 თებერვლის შემდეგ ქვეყანაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend