მთავარიევროპაესპანეთიბარსელონაში მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი იხსნება

ბარსელონაში მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი იხსნება

ესპანეთში ბარსელონას “Fira Gran Via”-ს საგამოფენო ცენტრში, მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი იხსნება და ოთხი დღეს გაგრძელდება. ყოველწლიურ კონგრესზე 200 ქვეყნიდან 100,000 სტუმარი ჩამოდის.

თუმცა წელს, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ღონისძიება ნაწილობრივ ონლაინ შედგება, საგამოფენო დარბაზებში კი დაახლოებით 35,000 დამთვალიერებელს ელიან.

„მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესის ჩატარების თუ არ ჩატარების გადაწყვეტილების მიღებისას, აუცილებელია სასტუმროებისა თუ რესტორნების მფლობელები, ტაქსის მძღოლები და ბევრი სხვა ბიზნესის წარმომადგენლები გავითვალისწინოთ. კონგრესის გაუქმებას ძალიან ცუდი შედეგი ექნებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ უფრო მცირე მასშტაბის კონგრესი ჩაგვეტარებინა“, – ამბობს ბარსელონას მერის მოადგილე ხაუმე კოლბონი.

 

ხელისუფლების შეფასებით, 2019 წლის კონგრესმა ადგილობრივ ეკონომიკას დაახლოებით 473 მილიონი ევრო მოუტანა და 14,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა. თუმცა ამჟამად კონგრესს ჩვეული რაოდენობის მხოლოდ მესამედი დაესწრება, შესაბამისად, დიდ სარგებელს არავინ ელის.

ბარსელონას ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერი ფრიდრიხ ვონ შონბურგი იმედოვნებს, რომ კონგრესი მალე გაიმართება იმ მასშტაბით, როგორც ეს პანდემიამდე იყო.

„მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი წელს ნაკლებად დატვირთული იქნება. არც 2022 წელს ველოდებით იმდენს, რაც 2019 წელს იყო. 2023 წელს კი გვჯერა რომ 2019 წელზე დიდი იქნება“, – ამბობს ფრიდრიხ ვონ შონბურგი.

ესპანეთში ქუჩაში ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა მოსახლეობამ ერთ მეტრნახევრიანი დისტანცია კვლავ უნდა დაიცვას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend