მთავარიკუბიაშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ამოუცნობ საჰაერო მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ამოუცნობ საჰაერო მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც 2004-დან 2021 წლამდე 144 სხვადასხვა ამოუცნობი საჰაერო ფენომენის გამოვლენის შემთხვევაა აღწერილი.

პენტაგონმა მსგავსი შემთხვევების შესასწავლად ამოუცნობი საჰაერო მოვლენების სპეციალური ჯგუფი გასული წლის აგვისტოში ჩამოაყალიბა. ჯგუფის მიზანი ასეთი მოვლენების შესწავლა, გაანალიზება და აღრიცხვაა.

ამგვარი შემთხვევების შესწავლისას ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ინციდენტების არათანმიმდევრული აღწერაა. 2019 წელს პროტოკოლი შეიქმნა, რომელიც აწესებს სტანდარტებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი შემთხვევების აღწერა, რაც, მომავალში, საქმის გამოძიებას გაამარტივებს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამოუცნობ საჰაერო მოვლენებს ერთი საერთო ახსნა, სავარაუდოდ, არ ექნება. ტექსტის მიხედვით, ეს მოვლენები თეორიულად, შესაძლოა, სხვა ქვეყნების მიერ შექმნილი უცნობი ტექნოლოგია, ან ატმოსფეროში მიმდინარე ბუნებრივი პროცესების შედეგი იყოს.

ანგარიშში მოყვანილი 144 შემთხვევიდან 143-ის ახსნა საკმარისი ინფორმაციის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადგინდა, რომ ამოუცნობი ობიექტი დიდი ზომის ბუშტი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend