მთავარიმსოფლიოავღანეთი NATO-ს ჯარების გასვლის შემდეგ

ავღანეთი NATO-ს ჯარების გასვლის შემდეგ

რა მსგავსებაა ავღანეთში საბჭოთა კავშირისა და NATO-ს სამხედრო კამპანიებს შორის

2001 წლის 7 ოქტომბერს, 30 წლის განმავლობაში მეორედ, ავღანეთი გლობალური სახელმწიფოს სამხედრო მანქანას დაუპირისპირდა.

ისე როგორც 1989 წელს საბჭოთა ჯარებმა, 2021 წელს ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირე სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს არმიის ნაწილები, ავღანეთს დატოვებენ.


2001 წლიდან მიმდინარე სამხედრო ოპერაცია ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირე სახელმწიფოების არმიებს საკმაოდ ძვირი დაუჯდათ როგორც ფინანსური ასევე, ცოცხალი სამხედრო ძალისა და ტექნიკის თვალსაზრისით.

[br]2001 წლიდან ავღანეთში ნატოს წევრი სახელმწიფოების ჯარების დანაკარგი

  • ამერიკის შეერთებული შტატები – 2, 240 ჯარისკაცი
  • გაერთიანებული სამეფო – 456
  • კანადა – 159
  • საფრანგეთი –  89
  • გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – 57
  • იტალიის რესპუბლიკა – 53

2004 წლიდან ავღანეთში ქართული არმიის დანაკარგი

  • 32 დაღუპული ჯარისკაცი
  • 274 დაჭრილი ჯარისკაცი

საერთო ჯამში 11 ათასზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა იმსახურა ავღანეთის მისიაში. საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ავღანეთის მისიაში ყველაზე დიდი კონტრიბუტორი სახელმწიფო იყო.

ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით “ევრონიუს ჯორჯიამ” საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, თორნიკე შარაშენიძე მოიწვია.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტთან ჩვენ საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ავღანურ სამხედრო კამპანიებზე, საქართველოს როლზე ავღანეთის სამხედრო მისიაში და ავღანეთის მომავალზე ვისაუბრეთ.

ფაქტია, რომ რთული წარსულის ფონზე ავღანელ ერს წინ რთული მომავალი ელის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend