მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოგიბრალტარში რეფერენდუმზე აბორტის შესახებ კანონის გამარტივებას დაუჭურეს მხარი

გიბრალტარში რეფერენდუმზე აბორტის შესახებ კანონის გამარტივებას დაუჭურეს მხარი

გიბრალტარში მოსახლეობის უმრავლესობამ აბორტის შესახებ კანონის გამარტივებას მისცა ხმა. პანდემიის გამო რეფერენდუმის ჩატარება ერთი წლით იყო გადადებული.

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი აბორტთან დაკავშირებით გიბრალტარს ჰქონდა. აბორტის გაკეთება უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა, თუმცა გასულ წლებში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

ამომრჩეველთა 62 პროცენტმა ხმა ამ კანონის შეცვლას დაუჭირა მხარი. შეცვლილი კანონის მიხედვით, ქალებს აბორტის გაკეთება იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ მათ ფსიქიკურ ან ფიზიკურ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება ან როდესაც ნაყოფს გარკვეული დეფექტები აღენიშნება.



“გიბრალტარმა ხმა მისცა ადამიანის უფლებების დაცვას, ქალებისა და გოგოების უფლებებს, ექიმებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ნდობას“, – განაცხადა “YES” კამპანიის ლიდერმა ისობელ ელული.

რეფერენდუმზე აქტივობა 54 პროცენტი იყო. ამომრჩეველთა 62 პროცენტმა მხარი კანონის შეცვლას დაუჭირა, 36 პროცენტმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

გიბლარტარის მთავრობამ ახალი კანონი ძალაში 28 დღეში უნდა მიიღოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend