მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროს გენერალური მდივანი ვაქცინაციის გლობალური გეგმის აუცილებლობაზე საუბრობს

გაეროს გენერალური მდივანი ვაქცინაციის გლობალური გეგმის აუცილებლობაზე საუბრობს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში ხუთშაბათს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ვაქცინაციის გლობალური გეგმის აუცილებლობას. გუტიერეშმა, რომელიც გაეროს გენერალურ მდივნად რამდენიმე კვირის წინ ხელახლა აირჩიეს, ევროპას მადლობა გადაუხადა ვაქცინების, კლიმატის ცვლილებისა და ქალთა უფლებების საკითხებზე მუშაობისთვის.

“ვაქცინების განაწილებასთან დაკავშირებული უთანასწორობა არა მხოლოდ ჩვენი დროის ყველაზე დიდი მორალური გამოცდაა, არამედ ეფექტიანობის საკითხიცაა. ვირუსი მუტაციას განიცდის, დაცული არავინ არის, სანამ ყველა არ აიცრება. სამწუხაროდ, მსოფლიო შესაბამისად არ იქცევა. ვხედავთ, რომ იგი გაყოფილია, ჩვენ განვითარების ნაცვლად ათწლეულს ვკარგავთ”, – თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით მათ ევროკავშირის ყველაზე დაუცველ მოსახლეობაზე უნდა იზრუნონ.

“საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებები დაცულია, იმის მიუხედავად, თუ საიდან მოდიან ისინი. როგორც რიგითი ევროპელი და მთავრობის ყოფილი მეთაური, ვიცი, რომ ლტოლვილები საფრთხეს არ წარმოადგენენ. პირიქით, მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კონტინენტისთვის”, – განაცხადა ანტონიუ გუტიერეშმა.

გუტიერეშმა ისაუბრა იმ საკითხებზეც, რომლებიც მთელ მსოფლიოში მდგრად განვითარებას, სოციალურ და ეკონომიკურ დისბალანსსა და უთანასწორობას ეხება. მან ასევე კლიმატის კრიზისსა და მისი მოგვარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend