ყველამ კარგად ვიცით, რომ მთელი მსოფლიო ცდილობს, რაც შეიძლება უდანაკარგოდ გამოიყენოს წარმოებული პროდუქცია, რათა მდგრადი მომავალი უზრუნველყოს.
ესპანეთში კომპანია Acciona მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით გზის მშენებლობისთვის საჭირო ცემენტს ქაღალდის ფერფლით ანაცვლებს. შედეგად ვალენსიის მახლობლად გამავალი გზატკეცილი ერთი შეხედვით სხვა გზატკეცილებისაგან არაფრით განსხვავდება.
Acciona-ს კვლევისა და განვითარების პროექტის მენეჯერი იან ხოსე ამბობს, რომ გზის მშენებლობისთვის ყველაზე გამძლე მასალაა საჭირო, რისთვისაც, როგორც წესი, ცემენტს იყენებენ. თუმცა ახლა მისი ჩანაცვლება ქაღალდის ფერფლსაც შეუძლია, რომელიც ეკომეგობრულია.
იან ხოსე, Acciona-ს კვლევისა და განვითარების პროექტის მენეჯერი:
[br]„ამ პროექტის პოტენციური გავლენა განუზომელია. ჩვენი გათვლებით, ცეოორის გამონაბოლქვი შეგვიძლია 65-75 პროცენტით შევამციროთ. საერთო ჯამში, წელიწადში 18 ათასი ტონა ცემენტის დაზოგვა შეგვიძლია.“
ამ პროდუქტის სარგებელი მხოლოდ ნახშირბადის შემცირება არ არის. ქაღალდის ფერფლს ქაღალდის იმ ნარჩენებისა და მაკულატურის დაწვით იღებენ, რომლებიც გადამუშავებას აღარ ექვემდებარება. შესაბამისად, კომპანია ნარჩენებს, რომლებიც ნაგავსაყრელზე უნდა მოხვედრილიყო, ნედლეულად გარდაქმნის.
Acciona-ს კვლევისა და განვითარების პროექტის მენეჯერის მიხედვით, კომპანია წარმოების გზრადას გეგმავს, „რომ ამ მასალის მოხმარება მთელი ქვეყნის მასშტაბით იყოს შესაძლებელი, საბოლოოდ საერთაშორისო დონეზე გავიდეს.“
„აქსიონა“ Acciona ე.წ. „ქაღალდის ჯაჭვის“ [PaperChain] პროექტის წევრია. ეს პროექტი ევროპის ქაღალდის ინდუსტრიაში ნარჩენების შემცირებას და ათვისებას ისახავს მიზნად. ქაღალდის ინდუსტრია მსოფლიოში სიდიდით მეორეა და ამჟამად წელიწადში 130 მილიონ ტონა პროდუქტს აწარმოებს. აქედან 11 მილიონი ტონა ისეთი ნარჩენი გამოდის, რომელიც გადამუშავებას არ ექვემდებარება.
„ქაღალდის ჯაჭვის“ ინიციატივა ევროპის საერთო ინდუსტრიული სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ბუნებრივი რესურესების მრავალჯერად გამოყენებას ემსახურება.
იოჰან ელვნერტი, სატყეო სექტორის ტექნოლოგიური პლატფორმის გენერალური მდივანი, ფიქრტობს, რომ “ახალი ტექნოლოგიები ნარჩენებსი უფრო მეტად გადამუსავების საშუალებას იძლევა“.
იოჰან ელვნერტი:
„ამის კარგი მაგალითია „ქაღალდის ჯაჭვის“ პროექტი. თუმცა მსგავს მიდგომას უკვე ყველა მიმართულებით ვხედავთ, იქნება ეს საფეიქრო, შეფუთვა, თუ არამატერიალური პროდუქტი, მაკულატურის საწარმოში უკვე გამოყენებული ტექნიკური წყლისგან თევზის საკვებსაც კი იღებენ. ასე რომ, საუკეთესო მიდგომა ის იქნება, რომ ნარჩენები უსარგებლოდ კი არ ჩავთვალოთ, არამედ ნედლეულად.“
მიწოდების სრულ ჯაჭვში ცირკულარული მიდგომის დანერგვა ადვილი არ იქნება. ეს რომ მოხდეს, ჯაჭვის ყველა რგოლმა უნდა ითანამშრომლოს, თუმცა ევროკავშირის დახმარება ამ მხრივ ზალიან მნიშვნელოვანია.
იოჰან ელვნერტი, სატყეო სექტორის ტექნოლოგიური პლატფორმის გენერალური მდივანი:
„ ევროკავშირის 2050 წლის მიზნები მართლაც ძალიან ამბიციურია. სატყეო ღირებულებათა ჯაჭვში ვცდილობთ უნარჩენო ცირკულარულ საზოგადოებამდე მივიდეთ და ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, რომ ეს დღის წესრიგი შევასრულოთ, თუმცა ევროკავშირის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.“
ავტორი: პოლ ჰაკეტი