მთავარისაქართველოპარლამენტში საარჩევნო რეფორმის მეორე მოსმენა გაიმართა

პარლამენტში საარჩევნო რეფორმის მეორე მოსმენა გაიმართა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი წესდება

საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა საქართველოს პარლამენტში გაიმართა. საკანონმდებლო პაკეტში განსაკუთრებული სიახლე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. ამ ცვლილების ერთ-ერთი ნაწილი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას ეხება. კერძოდ, ცესკოს სამივე დონე – ადმინისტრაცია, საოლქო და საუბნო კომისიები შერეული სახით დაკომპლექტება. სულ 17 წევრი იქნება – 8 პროფესიული, 9 კი პარტიების მხრიდან დანიშნული. სხდომათა დარბაზში ამ საკითხზე დეპუტატებს შორის დისკუსია გაიმართა.

 
კანონპროექტი ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვას. იცვლება როგორც კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების, ასევე კანონით განსაზღვრული გასაჩივრების წესი და ვადები. პროექტით გათვალისწინებულია, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა.

[br]მესამე მოსმენამდე მხარეებმა შეუთანხმებელ დეტალებზეც უნდა მოახდინონ კონსენსუსის მიღწევა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვე დარჩა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend