მთავარიკუბისოციალურ ქსელში პაატა იმნაძის გაყალბებული ციტატა გავრცელდა

სოციალურ ქსელში პაატა იმნაძის გაყალბებული ციტატა გავრცელდა

22 ივნისს ერთ-ერთმა ფეისბუკმომხმარებელმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც თითქოს საინფორმაციო გამოცემა On.ge-ის გვერდიდან იყო აღებული.

ფოტოზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის სურათთან ერთად იყო მისი ციტატაც.

პაატა იმნაძე თითქოს ამბობს, რომ „პირბადეების მოხსნის გადაწყვეტილება განაპირობა ახალმა კვლევებმა, რომლის თანახმადაც პირბადეში ჩამძვრალი ვირუსი ვერსად მიდის და მეტია დაინფიცირების შანსი“.

 
გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. On.ge-ს გვერდზე პაატა იმნაძის მსგავსი შინაარსის განცხადება არ იძებნება. არსებული კვლევებით, პირბადეების სწორად გამოყენება, პირიქით, ვირუსის გადადების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

[br]

ყალბ ციტატას გამოეხმაურა თავად გამოცემის  მთავარი რედაქტორი. მან აღნიშნა, რომ On.ge-ს ეს სტატია არ გაუვრცელებია და არც პაატა იმნაძეს გაუკეთებია მსგავსი განცხადება.

რაც შეეხება პირბადის ტარებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, რეკომენდაციების სრული დაცვითა და სიზუსტით გამოყენებული პირბადე ვირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა და მას გავრცელების პრევენციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend