მთავარისაქართველოპრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში

პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში

სალომე ზურაბიშვილი კიევში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვიზიტით იმყოფება.

კიევისა და თბილისს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ერთი ბედი აქვთ –  საერთო მეგობრები და ერთი მტერი.

ორივე სახელმწიფო ებრძვის მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატიზმს და ოკუპაციის პირობებში ეკონომიკისა და სახელმწიფო ინსტიტუტების აშენებას ცდილობს.

 
ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებზე გარკვეული გავლენა შიდა პოლიტიკურმა პროცესებმა მოახდინა, მაგრამ სახელმწიფოებრივი თვითგადარჩენის ინსტინქტი ორივე ქვეყანას  თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობს კარნახობს.

[br]უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პოლიტიკური დიალოგი თბილისსა და კიევს შორის ახალ იმპულსს იძენს.

“ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი შევავსოთ რეალური შინაარსით, რაც, პირველ რიგში, ნდობასა და კონკრეტული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს.  უკრაინასა და საქართველოს ერთი მიზანი აქვთ – ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი წევრობა მოიპოვონ.  ასევე, ჩვენ ერთნაირი პოზიციები გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაძლიერება. შავი ზღვა უნდა იყოს უსაფრთხო აკვატორია თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობისთვის“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

საქართველოს პრეზიდენტი კი ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე და ორი ერის საუკუნოვან მეგობრობაზე, ასევე ორი სახელმწიფოს მიერ ერთმანეთის სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერაზე საუბრობს.

საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება. როგორც საქართველოს ასევე – უკრაინის ერთიანობისათვის ბრძოლებში ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძოდნენ.

გვქონდეს იმედი, რომ საერთო საბჭოთა წარსულს საერთო ევროპული მომავალი მოჰყვება.

საერთაშორისო ამბების მიმომხილველი ლეოს სიხარულიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend