მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნებში ბრექსიტთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩატარდა

ევროპის ქვეყნებში ბრექსიტთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩატარდა

5 წელი გავიდა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, თუმცა ბრექსიტის შედეგები ლა მანშის სრუტის ორივე მხარეს დღესაც იგრძნობა.

ევროკავშირის ოთხ ქვეყანაში – საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში – ბრექსიტთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობისა და აზრის გასაგებად გამოკითხვა ჩატარდა.

ბრექსიტის მომხრეებს ამაღლებული განწყობა აქვთ, რადგან დიდი  ბრიტანეთისთვის ახალი ერა იწყება. ევროკავშირიდან გამოსვლა  ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო. ბევრს მიაჩნდა, რომ სწორედ ევროკავშირი აფერხებდა ბრიტანეთის განვითარებას.

ევროპის ლიდერები კი აფრთხილებდნენ, რომ ეს ნაბიჯი ორივე მხარეს დაასუსტებდა, თუმცა, საინტერესოა, რას ფიქრობდა უბრალო ევროპელი? ევრონიუსმა, „რედფილდ ენდ ვილტონ სტრატეჯისთან“ თანამშრომლობით, 4 ქვეყანაში ჩაატარა გამოკითხვა.

 

ბრექსიტიდან 5 წლის შემდეგ გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს,  რომ ევროკავშირის მდგომარეობა არ შეცვლილა.  ფრანგების 17%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირი განვითარდა ბრექსიტის შედეგად. ესპანელების მეოთხედი კი თვლის, რომ ევროკავშირი დაზარალდა, რადგან დიდი ბრიტანეთის სახით ეკონომიკურად  ძლიერი ქვეყანა გამოაკლდა.

რა თქმა უნდა, ბრექსიტის შედეგები ლა მანშის სრუტის ორივე მხარეს დღესაც იგრძნობა, ურთიერთობები დაიძაბა ლონდონსა და ბრიუსელს შორის. ოთხივე ქვეყანაში გამოკითხულთა მესამედი ეთანხმება იმ აზრს, რომ ევროკავშირს სურს, დიდი ბრიტანეთი დასაჯოს გაერთიანებიდან გასვლის გამო.

გადასახადები კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის მოსახლეობას აწუხებს.

გერმანიის მოსახლეობის 38% ფიქრობს, რომ ბრიტანელებმა ევროკავშირში სახლის ყიდვის დროს უნდა გადაიხადონ დამატებითი გადასახადები, ამ აზრს ეთანხმება ესპანელების 57%.  როგორც ცნობილია, ესპანეთში ძალიან  ბევრი ბრიტანელი ცხოვრობს და მუშაობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend