მთავარიCOVID-19დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს "კოვაქსი"ვაქცინის საკმარისი დოზებით ვერ უზრუნველყოფს

დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს “კოვაქსი”ვაქცინის საკმარისი დოზებით ვერ უზრუნველყოფს

დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების დიდ ნაწილს, რომლებიც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით იღებენ, ვაქცინაციის პროგრამის გასაგრძელებლად საჭირო დოზები არ აქვთ, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.

ჯანმოს უფროსი მრჩევლის, ბრიუს ეილვარდის თქმით, კოვაქსის პროგრამის ფარგლებში 131 ქვეყანას ვაქცინების 90 მილიონი დოზა მიაწოდეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

„კოვაქსის“ თავდაპირველი მიზანი ქვეყნებისთვის, 2021 წლის ბოლომდე, ვაქცინების ორი მილიარდი დოზის მოწოდება იყო.

თუმცა, ვაქცინების განაწილების პროცესს ხელი შეუშალა წარმოებისა და მიწოდების შეფერხებამ, რამაც ვაქცინის დეფიციტი გამოიწვია იმ ქვეყნებში, რომლებიც მთლიანად „კოვაქსზე“ არიან დამოკიდებული.



უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend