მთავარიგადაცემებიგემოშეფმზარეული რიჩრად სანდოვალი და პერუს ეროვნული კერძი სევიჩე

შეფმზარეული რიჩრად სანდოვალი და პერუს ეროვნული კერძი სევიჩე

ლათინომარიკული სამზარეულოს ოსტატს რიჩარდ სანდოვალს რესტორნები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს ნიუ-იორკისა და ტოკიოს ჩათვლით. ამ ქსელში შედის  რესტორანი „ტორო ტორო“ დუბაის სასტუმრო  Grosvenor House-ში, სადაც პერუს ეროვნული კერძი სევიჩე რესტორნის ერთ-ერთი მთავრი ექსკლუზივია. 28 ივნისი პერუში სევიჩეს დღეა. ამიტომ მისი მომზადების მასტერკლასს შემოგთავაზებთ, რომელსაც თავად შეფმზარეული ატარებს.

სევიჩე პერუს სამზარეულოს კლასიკური კერძია, რომლსი მტავრი ინგრედიენტი უმი თეთრი თევზია, როგორიცაა მაგალითად ლავრაკი, რომელსაც  სოუსს ე.წ. „ლეჩე დე ტიგრეთი“, ტკბილი კარტოფილის ნაჭრებითმ დაჭრილი ხახვითმ წიტელი ცხარე წიწაკითა და ქინძით ანელებენ. რიჩარდი მას ფორთოხლისა და ალიმსი წვენში მხოარშულ ტკბილი კარტოფილის –  ბატატის ნაჭრებსაც ამატებს, რომელიც შეზავებულია შაქრით, ვარსკვლავური ანისულით და დარიჩინით.


„ლეჩე დე ტიგრესი“ ვეფხვის რძეს ნიშნავს, თუმცა სინამდვილეში მას ვეფხვის რძესთან საერთო არაფერი აქვს. მის მოსამზადებლად ერთად აბლენდერებენ უმ თეთრ თევზს, თევზის წვნიანს, ლაიმსი წვენს, ხახვსმ ნიახურსმ ქინძსმ ნიორსმ კოჭასა და მწვანე წიწაკა ჰაბანეროს.

[br]რიჩარდი გირჩევთ, რომ „საშმის ხარისხის თევზი ძირითად ინგრედიენტად შეინახოთ, ლეჩე დე ტიგრეს ემულსიის მოსამზადებლად კი ნებისმიერი თეთრი თევზი გამოიყენოთ. ჰაბაენროს კი წინასწარ თესლი უნდა გააცალოთ, რომ ნაკლებად ცხარე იყოს.“

პირველ რიგში, რიჩარდი სოუსს  ამზადებს: დააქუცმაცა წითელი წიწაკა, ხახვი და  ქინძი, კუბიკებად დაჭრა ახალი თევზი ლავრაკი და ბატატი და ჩაყარა ფორთოხლისა და ლაიმის წვენში, დაამატა შაქარი, ვარსკვლავური ანისული და დარიჩინი.

„ლეჩე დე ტიგრესთვის“ ნიახური დიდ ნაჭრებად  დაჭრათ და  ბლენდერში კოჭასთან, ცოტა ნიორთან და წითელ ხახვთან ერთად მოათავს. დაამატა თევზის წვნიანი, ქინძი, მწვანე წიწაკა, ლაიმის წვენი, მარილი და  შავი პილპილი. მირებული მასა გაწურა.

კერძის ძირითად ინგრედიენტს თევზს ლეჩე დე ტიგრეს სოუსა და ავოკადოს სოუსთან ერთად მიირთმევენ. ავოკადოს სოუსის მოსამზადებლად საჭიროა ერთი  ავოკადო „ჰასი“, ცოტა ცოცხალი ქინძი, ცოტა ლაიმის წვენი, სერანოს ცხარე თესლგაცლილი წიწაკა, ცოტაც მარილი. ეს ყველაფერი ხელის ბლენდერით ითქვიფება.  მზა კერძს ზემოდან დაჭრილი ხახვი, ქინძი და ე.წ. კანჩა ეყრება. კანჩა პერუში გავრცელებული გამომშრალი სიმინდის მარცვლებია, რომელიც კერძს უფრო ხრაშუნას ხდის.

ავტორი: სარა ჰედლი ჰაიმერსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend