მთავარიევროპარუსეთირუსეთში საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში ჩატარდება

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში ჩატარდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის კანონმდებლებს მოუწოდა, რომ სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის განცხადებით, სოციალური დისტანციის უზრუნველყოფის მიზნით არჩევნები სამი დღის განმავლობაში 17-იდან 19 სექტემბრამდე გაიმართება.

 
არჩევნებში მონაწილეობა აკრძალული აქვთ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გუნდის წევრებს.

[br]შარშან რუსეთში ჩატარდა რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომლის შედეგად ვლადიმერ პუტინს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2036 წლამდე დარჩენის უფლება მიეცა.

„საპარლამენტო არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლებია დარჩენილი. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია ისე, რომ მისი შედეგები ეჭვის ქვეშ არავინ დააყენოს. ქვეყნის განვითარებისთვის გადამწყვეტია მომავალი დუმა ზუსტად ასახავდეს რუსეთის მოქალაქეების სუვერენულ არჩევანს. საპარლამენტო პარტიების მიზანია არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით. აუცილებელია კამპანიის პროცესი არ გადაიზარდოს უსაფუძვლო ბრალდებებსა და არარეალისტურ დაპირებებში. დისკუსია უნდა წარიმართოს ცივილიზებულ გარემოში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend