მთავარიამერიკააშშპატრიკ ფორბსის ახალი ფილმი უდანაშაულო კარლოს დელუნას სიკვდილით დასჯაზე მოგვითხრობს

პატრიკ ფორბსის ახალი ფილმი უდანაშაულო კარლოს დელუნას სიკვდილით დასჯაზე მოგვითხრობს

ახალი დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „მოჩვენება“, 1983 წელს ტეხასის ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ მკვლელობაზე მოგვითხრობს.

ფილმის რეჟისორის, პატრიკ ფორბსის მიზანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასჯის შესახებ დებატები გამოიწვიოს.

20 წლის ლათინოამერიკელ კარლოს დელუნას ბრალი დასდეს დანაშაულში, რომელიც მას არ ჩაუდენია, შემდეგ კი იგი სიკვდილით დასაჯეს.

 
წლების შემდეგ სამართლის პროფესორმა და მისმა მოსწავლეებმა ნამდვილი დამნაშავე იპოვეს. რეჟისორი ფილმში გაუმართავი სისტემის პრობლემებს ასახავს.

[br]„მივხვდი, რომ მართლაც მნიშვნელოვანი კითხვები წამოიწია არა მხოლოდ სიკვდილით დასჯაზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ იმართება საზოგადოება“, – ამბობს ფილმის რეჟისორი, პატრიკ ფორბსი.

ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ მკვლელი ნაპოვნი ჰყავდა და საქმე დახურა. დელუნა სიცოცხლის ბოლომდე ირწმუნებოდა, რომ უდანაშაულო იყო. იგი ამბობდა, რომ ნამდვილი მკვლელი კარლოს ფერნანდესი იყო, თუმცა პოლიციამ მისი ჩვენება უარყო და მიიჩნევდა, რომ ეს ადამიანი დელუნას წარმოსახვის ნაწილი იყო.

„ამ დანაშაულის მსხვერპლი ღარიბი, ესპანელი ქალია. დანაშაულის ჩამდენი – ღარიბი ესპანელი კაცი. ის უდანაშაულო ბიჭიც, რომელიც სიკვდილით დასაჯეს, ასევე ღარიბი ესპანელია. საზოგადოება არცერთ მათგანს არ ეპყრობა სამართლიანად. ფაქტია, რომ უდანაშაულო ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ეს ფილმი ერთგვარი გზავნილია, რომელიც ბაიდენს პოზიციის შეცვლისკენ უბიძგებს“, – აცხადებს პატრიკ ფორბსი.

2004 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა, რომელიც ამ საქმით დაინტერესებული იყო, თავისი სტუდენტებისა და კერძო დეტექტივის დახმარებით, გამოძიება დაიწყო.

კარლოს ჰერნანდესი ნამდვილი პიროვნება აღმოჩნდა და დანაშაულიც სწორედ მან ჩაიდინა.

ჰერნანდესი და კარლოს დელუნა, რომელიც 1989 წელს დახვრიტეს, ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend