მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფო"პატარა ქალთევზას" გაცოცხლებული ლეგენდა

“პატარა ქალთევზას” გაცოცხლებული ლეგენდა

ბრიტანულმა თეატრალურმა დასმა „ტეატრო ვივომ“ სამხრეთ ინგლისში მდებარე სოფელ აბოტსბერიში თეატრალური სანახაობა გამართა.

მსახიობებმა ლეგენდები სოფლის ტყეში, ბილიკებსა და გორაკებზე გააცოცხლეს.


თეატრალური დასის შთაგონების წყარო წყლის ნიმფის შესახებ ადგილობრივი ლეგენდა და აბოტსბერის წმინდა ეკატერინეს სამლოცველოსთან დაკავშირებული ზღაპრები გახდა. წყლის ნიმფა სახელად ონდინი ნამდვილ სიყვარულს ეძებს, რათა ადამიანად გადაიქცეს, თუმცა მას აბოტსბერის წყლების დატოვება არ შეუძლია. ონდინისთვის საქმროს საპოვნელად მისი მეგობარი მუსიკოსები და აკრობატები წმინდა ეკატერინეს მიმართავენ. ცნობილი ზღაპარი და დისნეის ანიმაციური ფილმი „პატარა ქალთევზა“ სწორედ ამ ლეგენდის საფუძველზეა შექმნილი.

[br]თეატრალურ დადგმაში ადგილობრივებიც მონაწილეობდნენ. ბილეთები ხუთიდან ათ ფუნტამდე ღირს. ორგანიზატორების განცხადებით,  წარმოდგენის დროს დაცულია კოვიდრეგულაციები.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend