მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში ამომრჩევლის რეკორდულად დაბალი აქტივობა გამოვლინდა

საფრანგეთში ამომრჩევლის რეკორდულად დაბალი აქტივობა გამოვლინდა

საფრანგეთში რეგიონული არჩევნების პირველი ტური დასრულდა.

არჩევნებზე ამომრჩევლის რეკორდულად დაბალი აქტივობა გამოვლინდა, კერძოდ, მოქალაქეების 68 პროცენტმა სახლში დარჩენა ამჯობინა.

წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი მეტოქე მარი ლე პენი ვერ შეძლებენ პირველ ტურში იმ შედეგს მიაღწიონ, რისი იმედიც ჰქონდათ.

ეგზიტპოლის თანახმად, მაკრონის ცენტრისტულმა პარტიამ შესაძლოა ხმათა 10 პროცენტი ვერ მოიპოვის, რაც არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვისაა საჭირო.

ან ამომრჩევლებს კანდიდატები არ მოსწონთ, ან  შესაძლოა ყველა კორონავირუსის პანდემიისგან გადაიღალა, ასეა თუ ისე, საფრანგეთის  რეგიონული არჩევნების  პირველ ტურში  რეკორდულად დაბალი აქტივობა იყო – მოსახლეობის 68 პროცენტი საარჩევნო ყუთებთან არ გამოცხადდა.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა პარტიამ ბევრ რეგიონში  ხმების 10 პროცენტზე მეტი ვერ მიიღეო. ამიტომ მთავარ ოპოზიციურ პარტია „რესპუბლიკელებსა“  და მარინ ლე პენის რადიკალურად მემარჯვენე პარტიას საკმაოდ ჩამორჩნენ.

არჩევნებში უკვე მეორედ მონაწილე ლე პენი იმედოვნებდა, რომ ქვეყნის მასშტაბით წარმატებას მიაღწევდა, მაგრამ მისი მხარდაჭერა ამომრჩეველთა პასიურობის გამო 9 პროცენტით შემცირდა.

“ეს ის  ტენდენციაა, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ეს ახალგაზრდების, მოხუცების, საშუალო კლასის გარკვეული ნაწილის პასიურობაა. სამწუხაროდ, ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, თუ მცირე ნაწილს მობილიზაციისკენ არ მოვუწოდებთ,  ყველაფერი უარესობისკენ შეიცვლება. ჩვენ საკუთარი ბედის კონტროლი არ შეგვიძლია”,-ამბობს ერთ ერთი ამომრჩეველი ედგარ ფრებო.

“ვფიქრობ, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ამდენი  ადამიანი არ მოდის არჩევნებზე. სირცხვილია, სად არის მოქალაქეობა ?”- ამბობს ამომრჩეველი კრისტინა ბარბო

პირველ ტურში ვერ ცერთმა პარტიამ  ხმების ნახევარზე მეტი ვერ მოაგროვა. ყველა, ვინც 10% -ზე მეტ ხმას მიიღებს, მეორე ტურში გადადის. ამ ეტაპზე პარტიებს შეუძლიათ გაერთიანდნენ, როგორც ადრე, როდესაც მემარჯვენეების დასამარცხებლად  სხვადასხვა პარტია გაერთიანდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend