მთავარიამერიკაბრაზილიარიო-დე-ჟანეიროში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

რიო-დე-ჟანეიროში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 500 000-ს გასცდა.

შაბათს რიო-დე-ჟანეიროს ქუჩებში საპროტესტო აქციაზე პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს გადადგომას მოითხოვდნენ.

მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 11.4%-ია სრულად აცრილი.

სტუდენტ ისაბელა გულჟორის აზრით, ქვეყანაში კორონავირუსით ნახევარი მილიონი ადამიანი რომ გარდაიცვალა, საგანგაშოა და ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.

ერთ დროს ბრაზილია, ვაქცინაციის თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყანა იყო. ქვეყანაში ბევრი საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ინსტიტუტია. ამიტომ დასანანია, რომ იგი ვერ იყენებს ამ შესაძლებლობას.

 

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩამორჩება. თავიდანვე პრეზიდენტმა ბოლსონარუმ დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა კორონავირუსს. იგი აცხადებდა, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპი იყო. მოსახლეობა  ბოლსონარუს გენოციდშიც ადანაშაულებდა და მის იმპიჩმენტს მოითხოვდა. დემონსტრაციები ბოლსონარუს ეკონომიკური პოლიტიკის გასაპროტესტებლადაც გაიმართა. ხალხს მიაჩნია, რომ მისი პოლიტიკით ყველაზე მეტად  მუშათა და ღარიბი კლასი ზარალდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend