მთავარიევროპაპოლონეთივიზიტი ვარშავაში

ვიზიტი ვარშავაში

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი მეზობელ პოლონეთს ეწვია

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და პოლონეთს შორის რიგ საკითხებზე უთანხმოების მიუხედავად, ორი სახელმწიფო ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, პოლონელმა კოლეგამ, ანჯეი დუდამ ვარშავაში უმასპინძლა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და პოლონეთს შორის სამეზობლო ხელშეკრულების ხელმოწერის 30 -ე წლისთავს უკავშირდება.

 
ვიზიტისას გერმანელმა ლიდერმა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყების სურვილი გამოთქვა.

[br]მისივე თქმით მიუხედავად იმისა, რომ ორ სახელმწიფოს რიგ საკითხებში განსხვავებული ინტერესები აქვს, გერმანულ – პოლონური ურთიერთობები მაინც შეიძლება დახასიათდეს როგორც ერთიანი ევროპის წარმატებული მაგალითი.

“კეთილმეზობლური ურთიერთობები პოლონეთსა და გერმანიას შორის, ჩვენს მიერ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების შედეგია. ჩვენი სურვილია, რომ ეს მოცემულობა მომავალშიც შენარჩუნდეს”, – ამბობს ფრანკ – ვალტერ შტაინმაიერი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ამ ეტაპზე გერმანულ-პოლონური ურთიერთობები რამდენიმე მიზეზით არის გართულებული. პირველ რიგში დავა ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის საკითხს ეხება, ეს პროექტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას პოლონეთის გვერდის ავლით აკავშირებს.

მეორეს მხრივ კი პოლონეთის კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში მართლმსაჯულების მიმართულებით შეტანილი ცვლილებები და აბორტის საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამკაცრება ევროკავშირში კრიტიკას იმსახურებს.

ამავე დროს, პოლონეთი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისგან მეორე მსოფლიო ომში მიყენებული ზარალისათვის კომპენსაციას ითხოვს.

ამ მოვლენათა ფონზე ბერლინში მეორე მსოფლიო ომისას პოლონელ მსხვერპლთა საპატივცემულო მემორიალის მშენებლობა მალე დაიწყება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend