მთავარისაქართველოთბილისის ბაგა-ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო

თბილისის ბაგა-ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო

თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დილის 10 საათიდან დაიწყო.

აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად შეძლებს.

ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის – 2021 წლის 15 სექტემბრისთვის- ორი წლის უნდა იყოს.


ელექტრონულად დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე  kids.org.ge.

რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება.

ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ 21 ივნისიდან ამავე ბაღში წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე.



 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend