მთავარიაზიაირანიირანში საპრეზიდენტო არჩევნები 18 ივნისს ეკონომიკური კრიზისის ფონზე გაიმართება

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 18 ივნისს ეკონომიკური კრიზისის ფონზე გაიმართება

ირანში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან, რომელიც ხვალ, 18 ივნისს გაიმართება.

თუმცა ირანელ ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება ეკონომიკური კრიზისის ფონზე მოუწევთ.

პანდემიის შედეგად ირანი შუა აღმოსავლეთში ყველაზე მეტად დაზარალდა, ექიმებს ამ დრომდე უჭირთ ​ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას გაუმკლავდნენ.

სამედიცინო პერსონალის განცხადებით, აუცილებელია აიცრას სულ მცირე 40 მილიონი მოქალაქე, ამ დროისთვის კი მხოლოდ 4 მილიონია აცრილი.

ირანი პანდემიის შედეგად შუა აღმოსავლეთში ყველაზე მეტად დაზარალდა. კორონავირუსს 80 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ირანშიც სამედიცინო პერსონალის დეფიციტია.

დაწესებული შეზღუდვების გამო ექიმებს უიმედობისა და დაუცველობის შეგრძნება ჰქონდათ.

ვინც პარასკევს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ერთდროულად მოუწევს მრავალ პრობლემასთან გამკლავება, მათ შორის არის ,,ბირთვული გარიგების“, ეკონომიკისა და ჯანდაცვის საკითხები. ირანელები აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ იმის იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება შეძლებს მათ დაცვას.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend