ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და პლეიოფში თამაში გაინაღდა. “სკვადრა აძურამ” ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში შვეიცარიის ნაკრები დაამარცხა.
იტალიელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და მეტოქე 3:0 დაამარცხეს. მანუელ ლოკატელიმ დუბლი შეასრულა, ჩირო იმობილემ კი მატჩის ბოლოს გაიტანა გოლი.
ამავე ჯგუფის გუნდების, თურქეთისა და უელსის დაპირისპირება უელსის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
გიორგი სანაძე