ჟენევაში ერთ-ერთი ტბის პირას ფეშენებელური ვილა დგას, სადაც პირველ პირისპირ შეხვედრას გამართავენ პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, არ იქნება მარტივი.
გეგმის მიხედვით, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 5 საათს გასტანს, შეხვედრის დასრულების შემდეგ არ გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.
ორივე მხარეს კარგად აქვს გააზრებული, რომ ათწლეულების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა არ ყოფილა.
ჟენევაში ჩასვლამდე ბაიდენი მოკავშირეებს შეხვდა. ჯერ იყო დიდი შვიდეულის სამიტი, შემდეგ ნატოსთან და ევროკავშირის წევრებთან შეხვედრა. მან მოლაპარაკება გამართა შვეიცარიის პრეზიდენტთანაც, რომელიც მას აეროპორტში დახვდა.
[br]შეხვედრები მიზნად ისახავდა ერთიანობის ჩვენებას და იმას, რომ ჯო ბაიდენი არ ჰგავს თავის წინამორბედს.
როგორც ირკვევა, ჯო ბაიდენი რამდენიმე საკითხის განხილვას აპირებს. ეს თემებია: კიბერთავდასხმები, უკრაინის საკითხი, ადამიანთა უფლებების დაცვა და ა.შ.
პუტინმა კი ერთ-ერთ ინტერვიუში უკვე განაცხადა, რომ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მათ საერთო ინტერესები აქვთ. იგი აფასებს წინდახედულობასა და სტაბილურობას, თუმცა, ბოლო რამდენიმე წელიწადია, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ამას ვერ ხედავს.
ასეთი შეხვედრების ერთ-ერთი მიზანია, რომ ორივე მხარე ღირსეულად წარდგეს.
ეს შეხვედრა, სავარაუდოდ, ორ სახელმწიფოს შორის ახალი ურთიერთობის დასაწყისი იქნება.