მთავარიევროპაშვეიცარიაშვეიცარიელმა ამომრჩეველმა გარემოს დაცვის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

შვეიცარიელმა ამომრჩეველმა გარემოს დაცვის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

კვირას გამართულ რეფერენდუმზე, შვეიცარიელმა ამომრჩეველმა მხარი არ დაუჭირა კლიმატის შესახებ კანონმდებლობას, რომლიც პარიზის ხელშეკრულების ნაწილია.

ეგრეთ წოდებული „ნახშირორჟანგის კანონი“ ეფუძნება პრინციპს – „ვინც აბინძურებს, ის იხდის“ და ითვალისწინებს გადასახადის გაზრდას იმ საწვავზე, რომელიც სათბურ აირს გამოყოფს.

“ხალხთა პარტიის” წარმომადგენელი კრისტიან იმარკი ამბობს, რომ თავიდანვე იცოდა, რომ პარტიას მყარი არგუმენტები ჰქონდა.

“ტენდენციურ მედიაში ძალიან რთული იყო იმის ჩვენება, რომ ეს კანონი საკმაოდ არაეფექტიანია, ძალიან ძვირი ჯდება და კლიმატისთვის არც ისე მომგებიანია“, – ამბობს კრისტიან იმარკი.

კანონმდებლობას ამომრჩეველთა 51.6% არ დაუჭირა მხარი, რაც ბევრისთვის მოულოდნელი იყო.

პარტია “ლიბერალების” წარმომადგენელი ამბობს, რომ კლიმატის დაცვა მნიშვნელოვანია.

“კანონმდებლობაში ჩვენ აკრძალვები არ გვინდოდა. ჩვენ ეს შევძელით. ისეთი კანონი გვინდა, რომელიც იმათ შეეხება, ვინც გარემოს დააბინძურებს. ბევრი საუბარი იყო ხარჯებზეც, თუმცა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ თუ კლიმატს არ გავუფრთხილდებით ხარჯები არ გაიზრდება“, – თქვა პარტია “ლიბერალების” წარმომადგენელმა.

ამომრჩეველმა ხელოვნური პესტიციდების აკრძალვის კანონპროექტსაც არ მისცა ხმა და არც იმ შეთავაზებას, რომელიც სასმელი წყლის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

კანონის თანახმად, წლის სუბსიდირებას მხოლოდ ფერმერებს უწევდნენ, რომლებიც ქიმიკატებს არ იყენებენ.

შვეიცარიელები ტრადიციულად თავიანთი მწვანე პოლიტიკით ამაყობენ, თუმცა ახლა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამომრჩეველს ისეთი ნაბიჯების გადადგმის ეშინიათ, რომლებმაც შესაძლოა, კოვიდის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის ზრდას შეუშალოს ხელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend