მთავარიმსოფლიოარასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დიდი შვიდეულის სამიტის შედეგები არადამაკმაყოფილებელია

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დიდი შვიდეულის სამიტის შედეგები არადამაკმაყოფილებელია

დიდი შვიდეულის სამიტი დასრულდა.

ლიდერები შეთანხმდნენ და პირობა დადეს, რომ ბევრი ადამიანი ძალიან სწრაფად მიიღებს დიდი რაოდენობის უსაფრთხო ვაქცინას.

შეხვედრის დროს მათ ასევე განიხილეს კლიმატის ცვლილებებისა და ნახშირის ენერგიის პრობლემები. თუმცა ზოგიერთი ამ შეხვედრით მაინც უკმაყოფილოა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „Oxfam-ის” პოლიტიკური მრჩევლის ანა მარიოტის შეფასებით, ეს იყო ისტორიული წარუმატებლობა.

მისი აზრით, ისინი უნდა გაუმკლავდნენ იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს მათ წინაშეა – ეს არის ჯანდაცვის კრიზისი და კატასტროფული კლიმატური მდგომარეობა.

სამიტზე მყოფმა ლიდერებმა კი ეს  პრობლემები ვერ მოაგვარეს.

შესაბამისად, ეს შეკრება წარუმატებელი იყო.

„The ONE Campaign-ის“ აფრიკის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი ედვინ იხუორია გამოეხმაურა განცხადებას მომდევნო წელს ვაქცინის ერთი მილიარდი დოზის განაწილებასთან დაკავშირებით. მისი აზრით, ვაქცინის ერთი მილიარდი დოზა პანდემიას ვერ დაასრულებს, რადგან ის მოსახლეობის 5 პროცენტსაც არ ეყოფა.

 

აქტივისტები კლიმატის ცვლილების საკითხებში აცხადებენ, რომ თავიდან ისინი  კმაყოფილი იყვნენ, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივით შეერთებული შტატები კლიმატის ცვლილების საკითხების განხილვას დაუბრუნდა. თუმცა, საბოლოოდ, მაინც იმედგაცრუებული დარჩნენ შეერთებული შტატების პასიურობის გამო.

აქტივისტ  ენდი ლეთერბაროუს მიაჩნია, რომ პარიზის შეთანხმება ჯერჯერობით არ სრულდება, მიუხედავად იმისა, რომ სამიტის ლიდერებს დოკუმენტზე ხელი უკვე მოწერილი აქვთ.

მისი თქმით, ისინი არცერთ პირობას არ ასრულებენ. ამიტომ ახლა ისინი წიაღისეული საწვავის ინდუსტრიაში ინვესტიციების შეწყვეტას მოითხოვენ, რათა 2025 წლისთვის სრულად გათავისუფლდნენ ნახშირორჟანგის ემისიებისგან.

ევროპაში კი გრძელდება ჯო ბაიდენის დიპლომატიური მისია. იგი ახლა ბრიუსელში იმყოფება, სადაც ნატოსა და ევროკავშირის სამიტი უნდა გაიმართოს. შემდეგ კი იგი ჟენევაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend