ავანგარდისტი მხატვრის ჯოზეფ ბოისის დაბადებიდან ერთი საუკუნე გავიდა. ამის აღსანიშნავად ბერლინში მისი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ბოისმა სახელი თავისი მოდერნისტული სკულპტურებითა და ნახატებით გაითქვა. იგი ნამუშევრებს უჩვეულო მასალებისგან ამზადებდა.
გამოფენა, სახელწოდებით „დასაწყისი ენიდან“ ბერლინის ჰამბურგერ ბანჰოფის მუზეუმში 13 ივნისიდან 19 სექტემბრამდე გაიმართება.
მარსელის ველოდრომის სტადიონზე კი გამოფენა, სახელწოდებით „გახსნილი ელვაშესაკრავი“ ჩატარდა.
[br]დამთვალიერებლებს ცნობილი როკ ბენდ „როლინგ სტოუნზთან“ დაკავშირებული სხვადასხვა ნივთის უნიკალური კოლექციის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ.
ჯგუფ „როლინგ სტოუნზს“ ამ ადგილას სამჯერ გაუმართავს კონცერტი.
ესპანეთის მეფე ფილიპე და დედოფალი ლეტიცია ალჰამბრას სასახლეში სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამართულ ახალ გამოფენას დაესწრნენ.
გამოფენაზე, სახელწოდებით „ოდალისკები: დომინიკ ენგრიდან პიკასომდე“, წარმოდგენილია სხვადასხვა განთქმული ხელოვანის მიერ დახატული ჰარამხანის მსახური ქალები. გამოფენა ქალაქ გრანადაში 11 სექტემბრამდე გაიმართება.