მთავარისაქართველოპრეზიდენტების შეხვედრა და ერთობლივი დეკლარაცია

პრეზიდენტების შეხვედრა და ერთობლივი დეკლარაცია

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველო-ლიეტუვას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და პანდემიის ფონზე გამოწვეული სირთულეების დაძლევის გზები განიხილეს.

ლიეტუველმა კოლეგამ ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა და ხაზი გაუსვა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სუვერინეტეტის მნიშვნელობას.

 
გიტანას ნაუსედას თქმით, მთავარია საქართველომ დემოკრატიული ცვლილებები და რეფორმები გააგრძელოს. განსაკუთრებით კი ყურადღება დამოუკიდებელი სასამართლოსა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე გაამახვილა.

[br]“შიდა უთანხმოების გადაწყვეტისთვის, პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს შეთანხმებას. მადლობა მინდა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელმაც პირადად აიღო ინიციატივა და იქცა ამ შეთანხმების მონაწილედ. 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება უნდა იყოს განხორციელებული და ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობდეს. ეს შექმნის შესაძლებლობას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური კრიზისი და გადახვიდეთ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის – ესაა რეფორმები და დასავლეთ სივრცეში ინტეგრაცია. ასევე დემოკრატიის გაძლიერება, არჩევნებისა და სასამართლო რეფორმით. პოლიტიკური სტაბილურობა, ერთობა და მიმზიდველი საპარლამენტო პროცესი არის გადაუდებელი პრიორიტეტები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ამბიციური მიზნებისთვის”, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშილმა, მადლობა გადაუხადა ლიეტუველ კოლეგას საქართველოში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ლიეტუვას შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცით, ასეთი მყარი მეგობარი გვყავს, რომელიც მოგვყვება ამ რთულ გზაზე. მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები ჩვენი საუბრის დროს. ეს წელი საქართველოსთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელია. ეს წელი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ სამწუხაროდ, ოკუპაციის კუთხით არათუ ვხედავთ რაიმე ნიშანს დეესკალაციის, არამედ პირიქით, გრძელდება პროვოკაციები საოკუპაციო ხაზზე, გრძელდება ადამიანების გატაცებები, ზაზა გახელაძე ამის სამწუხარო მაგალითი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ისურვა და გუშინვე დაათვალიერა საოკუპაციო ხაზი, შეხვდა ადამიანებს და გაეცნო მათ ძალიან მძიმე მდგომარეობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

განცხადებების გაკეთებამდე ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, სადაც ლიეტუვის მიერ კიდევ ერთხელ აღიარებული და მხარდაჭერილია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ კი პრეზიდენტებმა შეხვედრა გაფართოებული ფორმატის სხდომაც გამართეს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend