მთავარიამერიკააშშნიუ-იორკში ტრაიბეკას კინოფესტივალი იმართება

ნიუ-იორკში ტრაიბეკას კინოფესტივალი იმართება

ნიუ-იორკში ტრაიბეკას კინოფესტივალი დაიწყო. ფესტივალი შარშან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა.

წელს ღონისძიებას ახალი მიუზიკლი, სახელწოდებით „ჰაითსში“ გახსნის.

ფილმი ნიუ-იორკის ერთ-ერთი სამეზობლოს „ვოშინგტონ ჰაითსის“ შესახებაა.

ფილმი ცნობილი მიუზიკლის „ჰამილტონის“ ავტორის ლინ მანუელ მირანდას ბროდუეი შოუს მიხედვით არის გადაღებული.

ტრაიბეკას კინოფესტივალი მსახიობმა რობერტ დე ნირომ და პროდიუსერმა ჯეინ როზენთალმა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ნიუიორკელების გასამხნევებლად დააფუძნეს.

 

დაარსებიდან 20 წლის შემდეგ ფესტივალი კინოსამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად იქცა. რობერტ დე ნირო გაკვირვებულია ტრაიბეკას ფესტივალის წარმატებით.

„მიხარია, რომ აქამდე მოვედით, უცნაურია, რომ ამდენი დრო უკვე გავიდა და ახლა უკვე წლისთავს აღვნიშნავთ. დაუჯერებელია. ამ გრძნობის გაზიარება სხვებისთვის ძალიან სასიამოვნოა“, – ამბობს მსახიობი და ფესტივალის დამფუძნებელი რობერტ დე ნირო.

მანჰეტენზე წითელი ხალიჩა გაიშალა. ფესტივალზე კონკურენცია მაღალია. ღონისძიებაზე 50-მდე ფილმის პრემიერა უნდა გაიმართოს.

„გასახარია, რომ ტრაიბეკას ფილმის ფესტივალი პანდემიის გამო დაწესებული  შეზღუდვების შემდეგ კვლავ იმართება. ახლა შეგვიძლია ამოვისუნთქოთ და ერთად აღვნიშნოთ. ეს ხალხს ძალიან სჭირდება. კულტურის დაბრუნებას ზეიმობენ არა მარტო ნიუ-იორკში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – ამბობს მსახიობი და ფესტივალის ჟიურის წევრი, ბრაიან კრენსტონი.

ფესტივალი გაიხსნა მიუზიკლით, სახელწოდებით „ჰაითსში“, რომელშიც ნიუ-იორკის ერთ-ერთი სამეზობლოს „ვოშინგტონ ჰაითსის“ ამბავი არის გადმოცემული.

ტრაიბეკას ფილმის ფესტივალი 20 ივნისამდე გაიმართება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend