მთავარიევროპაიტალიაიტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა პატივსაცემად მოქანდაკეები ერთად მუშაობენ

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა პატივსაცემად მოქანდაკეები ერთად მუშაობენ

მოქანდაკეების ხელები სიზუსტითა და სიფრთხილით მოძრაობენ. ისინი ტოსკანის რეგიონის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას ცდილობენ, სიცოცხლე შთაბერონ 3 მეტრის სიმაღლის ქვებს.

ხელოვანები 12 ქვეყნიდან – ევროპიდან, იაპონიიდან, კორეიდან, სომხეთიდან, ჩინეთიდან, ირანიდან ჩამოვიდნენ და ერთად მუშაობა გადაწყვიტეს. ამ სახით მათ სურთ, პატივი მიაგონ კორონავირუსით გარდაცვლილთა სულებს.

არეცოს მერი ლეონარდო დეგლინოჩენტი ო’სანი ამბობს, რომ ეს არის გზავნილი, რომ მათ მომავლის ისევ სჯერათ, მაგრამ არავის უნდა დაავიწყდეს, რა გამოიარეს ამ ბოლო პერიოდში.

ეს იყო ტანჯვისა და უამრავი მსხვერპლის წელიწად-ნახევარი. ამიტომ ხელოვანებმა გადაწყვიტეს, ამ შეკრებით პატივი მიეგოთ კორონავირუსით გარდაცვლილთა სულებისთვის როგორც იტალიაში, ისე მთელ მსოფლიოში.

ტოსკანაში არსებული პარკი შახტის ნარჩენების ძველ ნაგავსაყრელზეა გაშენებული, მოწყობილია სარბენი ბილიკები, იტალიაში კი ეს ყველაზე დიდი პარკია სავარჯიშო ცენტრით, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს.

ნელ-ნელა ამ ქვის ლოდებს ხელოვანები გარკვეულ ფორმას მისცემენ. ისინი ამ პატარა სოფელში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ,  რომ გამოეხატათ სიყვარული და პატივი მიეგოთ  მთელ მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა სულებს.

მოქანდაკეები ნამუშევრების შესახებ საუბრობენ. მათი აზრით, ადამიანები გარშემო არსებული გარემოს შესაბამისად იცვლებიან.

ტოსკანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ხელოვანები ერთად ცხოვრობენ და მუშაობენ იმისათვის, რომ მთელ მსოფლიოს ამ რთულ დროს უკეთესი მომავლის იმედი მისცენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend