მთავარიამერიკააშშ„ჰაითსის უბანში“ - ბროდვეის მიუზიკლის ახალი კინოეკრანიზაცია

„ჰაითსის უბანში“ – ბროდვეის მიუზიკლის ახალი კინოეკრანიზაცია

ახალ მიუზიკლში, სახელწოდებით „ჰაითსის უბანში“, ნიუ-იორკის ერთ-ერთი უბნის ვაშინგტონ ჰაითსის ისტორიაა გადმოცემული.

ვაშინგტონ ჰაითსში უმეტესად დომინიკელები ცხოვრობენ.

მიუზიკლში სწორედ მათი სამეზობლოს ყოფაა აღწერილი.

„ძალიან ვამაყობ, რადგან თავად დომინიკელი ვარ და ფილმშიც ჩემს ლათინოამერიკელ ხალხს წარმოვადგენ. გადასარევი გრძნობაა, როდესაც ხარ დომინიკელი და ცხოვრობ ვაშინგტონ ჰაითსში, სადაც დროს ატარებ და შენს დროშას ამაყად აფრიალებ. ეს უნიკალური გამოცდილებაა. ძალიან მიხარია, რომ “იუნაითიდ პალასის“ ცენტრში ვნახავ ფილმს ჩვენი ცხოვრების შესახებ“, – ამბობს მსახიობი დაშა პოლანკო.

 
ფილმი ცნობილი მუსიკოსისა და დრამატურგის ლინ მანუელ მირანდას მიერ 2007 წელს შექმნილ „ბროდუეი შოუს“ მიხედვით არის გადაღებული.

[br]ლინ მანუელ მირანდამ სახელი მთელ მსოფლიოში თავისი მიუზიკლით „ჰამილტონით“ გაითქვა.

„ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს შვიდი ოცნება ერთდროულად ამიხდა. ეს ფილმი არის სასიყვარულო წერილი, რომელიც ეძღვნება ამ უბანს და იქ მცხოვრებ თემს. ის ფაქტი, რომ ამ ფილმის პრემიერა აქ, ნიუ-იორკის 175-ე ქუჩაზე, იმართება შესანიშნავია. ახლა ძალიან ამაყი ვარ“, – ამბობს დრამატურგი ლინ მანუელ მირანდა.

ფილმის პრემიერა ნიუ-იორკის ტრაიბეკას კინოფესტივალზე გაიმართა. 11 ივნისიდან კი მისი ნახვა ამერიკელ მაყურებლებს კინოთეატრებშიც შეეძლებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend