თორნიკე შენგელიას პირველი ტიტული “ცსკასთან” ერთად

76

საქართველოს ნაკრების კაპიტანი VTB ლიგის ჩემპიონია. თორნიკე შენგელიამ “ცსკას” მაისურით “უნიქსის” წინააღმდეგ მესამე თამაშში 19 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა და “არმიელების” გამარჯვება ეფექტური ჩატენვებით გააფორმა.

მოსკოველებმა სერია 3:0 მოიგეს და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს.

ევროლიგის მიმდინარე სეზონში მოსკოველები ნახევარფინალში “ეფესთან” დამარცხდნენ.

თორნიკე შენგელია საშუალოდ 11.2 ქულას აგროვებდა.

გიორგი სანაძე