მთავარისაქართველოსაქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეწვევა

საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეწვევა

სამდღიანი ვიზიტის პირველივე დღეს ლიეტუვის პრეზიდენტი სოფელ პატარა ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავა

ნატოს ბრიუსელის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ეწვევა.

სამდღიანი ვიზიტის პირველივე დღეს, 10 ივნისს, ლიეტუვის პრეზიდენტი სოფელ პატარა ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავა, ბრიფინგს გამართავს და მედიასაშუალებების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს.

ვიზიტის ფარგლებში, გიტანას ნაუსედა პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და საქართველოს პატრიარქს შეხვდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend