მთავარი ამბები საფრანგეთმა საქართველოს 483 მილიონ ევროს მოცულობის სესხი გამოუყო

საფრანგეთმა საქართველოს 483 მილიონ ევროს მოცულობის სესხი გამოუყო

საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის შეთანხმების ფარგლებში ქვეყანა სესხის სახით 483 მლნ ევროს მიიღებს, აქედან 33 მლნ ევრო გრანტი იქნება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 10 ივნისს  განაცხადა. მისივე თქმით, ამ თანხას ქვეყანა 3 წლის განმავლობაში მიიღებს და ენერგეტიკის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით დაიხარჯება.

“მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხელს ვაწერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რითაც საქართველოს მიეცემა დამატებითი ფინანსური დახმარების სახით 483 მლნ ევრო. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა აღვნიშნო რომ აქედან 33 მლნ ევრო გრანტი, რომელიც საქართველოს მთავრობას გადაეცემა. ზოგადად მინდა გითხრათ რომ ბრწყინვალე თანამშრომლობა გვაქვს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან. მას შემდეგ რაც სააგენტომ რეგიონული ოფისი გახსნა 2017 წელს, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა,” — აცხადებს ღარიბაშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend