მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენი ინგლისში დიდი შვიდეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ჯო ბაიდენი ინგლისში დიდი შვიდეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

აშშ-ის პრეზიდენტის რანგში საზღვარგარეთ ჯო ბაიდენის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

ბაიდენი დღეს, 10 ივნისს, ინგლისის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს შეხვდება,შემდეგ კი დიდი შვიდეულის სამიტს დაესწრება, სადაც მთავარი განსახილველი საკითხები  COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენა და კლიმატის ცვლილება იქნება.

ევროპული ტურნეს ფარგლებში, 14 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტი ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

16 ივნისს კი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ჯო ბაიდენი ინგლისში  პირველად  ამერიკელ სამხედრო-საჰაერო ძალების ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს შეხვდა.

”შეერთებული შტატები დაბრუნდა და მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები ერთად დგანან, რათა გაუმკლავდნენ უმძიმეს გამოწვევებს და იმ საკითხებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

[br]ჯო ბაიდენის მოგზაურობა მიზანმიმართულად არის დაგეგმილი: პუტინთან შეხვედრის დაწყებამდე ბაიდენის კონსულტაციები დასავლეთ ევროპის მოკავშირეებთან ერთიანობისა და თანამშრომლობის განმსაზღვრელია.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის შეხვედრაზე შესაძლებლობა ექნებათ, შეაფასონ თუ რამდენად განსაკუთრებულია მათი ურთიერთობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend