მთავარიევროპასაბერძნეთიაკროპოლისთან ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის ბეტონის გზა დაიგო

აკროპოლისთან ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის ბეტონის გზა დაიგო

ათენის მთავარი ღირსშესანიშნაობის – აკროპოლისის ნახვა მალე შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის კიდევ უფრო მეტად გამარტივდება.

ისტორიულ ძეგლთან ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის ახალი ბეტონის გზა დაიგო, თუმცა ამ ფაქტმა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

ზოგიერთ ბერძენს მიაჩნია, რომ ასეთი უხეში ჩარევა კულტურული ძეგლის ავთენტურობას არღვევს.

„ნებისმიერი ჩარევა ქმნის გარკვეულ ესთეტიკურ პრობლემებს. სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება სხვანაირად შეუძლებელია“, – ამბობს რესტავრატორი ემანუელ კორესი.

[br]საბერძნეთის კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბილიკის გარდა, აკროპოლისთან მოაჯირებისა და ბრაილის შრიფტის მქონე ნიშნების დადგმა იგეგმება.

„აკროპოლისის ნახვა შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის უნდა იყოს შესაძლებელი. ეს შენობა სწორედ ასეთი ღირებულებების მატარებელია“, – განაცხადა საბერძნეთის კულტურისა და სპორტის მინისტრმა ლინა მენდონმა.

სარესტავრაციო სამუშაოები მოიწონეს საბერძნეთის შშმ პირების ასოციაციაში, თუმცა განაცხადეს, რომ მეტი ღონისძიების გატარებაა საჭირო.

პანდემიის დაწყებამდე აკროპოლისს წელიწადში სამმილიონ-ნახევარი ადამიანი სტუმრობდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend