მთავარიკუბიევროპარლამენტმა სამოგზაურო კოვიდსერტიფიკატების სისტემა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა სამოგზაურო კოვიდსერტიფიკატების სისტემა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა დაამტკიცა კოვიდპასპორტების სისტემა, რომლის საშუალებითაც ადამიანები ევროკავშირში მოგზაურობას კორონავირუსის დამატებითი ტესტებისა და კარანტინის გარეშე შეძლებენ. ახლა იგივე გადაწყვეტილება ბლოკის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ, თუმცა რამდენიმე მათგანს კოვიდსერტიფიკატების სისტემა ნაწილობრივ ან დიდწილად უკვე დანერგილი აქვთ.

ევროკავშირის ციფრული სერტიფიკატი არის დამამტკიცებელი მოწმობა იმისა, რომ ადამიანი არის ვაქცინირებული, მიღებული აქვს ტესტის უარყოფითი პასუხი, ან უკვე გადატანილი აქვს ვირუსი.

 
კოვიდპასპორტების სისტემის დანერგვა საქართველოშიც იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მუშაობენ, თუმცა მეტი დეტალები იმაზე, თუ როდის დასრულდება ეს პროცესი, უცნობია.

[br]ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, კოვიდსერტიფიკატების სისტემის ფარგლებში, დამატებითი შეზღუდვების გარეშე მიიღონ ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინებით აცრილი პირები.

ევროკავშირის ქვეყნები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ მიიღებენ თუ არა იმ მოგზაურებს, რომლებიც იმ ვაქცინებით არიან აცრილნი, რომლებიც ევროპის წამლის სააგენტოს დამტკიცებული არ აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend