მთავარიევროპასომხეთისომხეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

სომხეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

სომხეთში 20 ივნისისთვის დანიშნული ვადამდელი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

შვებულებაში მყოფი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას მართავს.

ერთ-ერთ რაიონში ამომრჩევლებთან შეხვდრის დროს ფაშინიანმა განაცხადა, რომ მას და მის თანამებრძოლებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 60%-ის მიღების იმედი აქვთ.

სომხეთში ვადამდელი არჩევნები აპრილის ბოლოს მას შემდეგ დაინიშნა, რაც  პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა დატოვა.

ფაშინიანის გადაწყვეტილება აზერბაიჯანთან ომის შემდეგ შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა განაპირობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend