მთავარიdraft geoმსოფლიო ბანკმა საქართველოს ვაქცინაციისთვის 34,5 მილიონი დოლარი გამოუყო

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ვაქცინაციისთვის 34,5 მილიონი დოლარი გამოუყო

მსოფლიო ბანკმა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის გაძლიერების მიზნით 34,5 მილიონი დოლარის დამატებითი დაფინანსება გამოუყო.

ეს თანხა 2020 წლის მარტში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისთვის გამოყოფილ 80 მილიონ დოლარს დაემატება.

მიზანი პანდემიის საპასუხო ღონისძიებების განხორციელებისა და მისი ზემოქმედების შერბილების მიმართულებით საქართველოს დახმარებაა.

ამ მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკს წვლილი შეაქვს საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში, რაც 2021 წელს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას გულისხმობს.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსის თქმით პროექტი სამ ძირითად ფუნქციას შეასრულებს.

 

“პირველი, ის ხელს შეუწყობს მეტად საჭირო ვაქცინების შეძენას და დაეხმარება მთავრობას უშუალოდ COVAX პლატფორმასთან ურთიერთობაში, ისევე როგორც ზოგიერთ მწარმოებელთან პირდაპირ მოლაპარაკებებში.მეორე, დავეხმარებით მთავრობას საჭირო მარაგების, მათ შორის, შპრიცების და სხვა სამედიცინო ტექნიკის შეძენაში. და მესამე, ჩართული ვიქნებით ლოგისტიკის, ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის, და სხვა ღონისძიებების დაგეგმვაში, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს დროული ვაქცინაციის შესაძლებლობა,” – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend