მთავარიმსოფლიო„ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ძმასთან ერთად კოსმოსში გაფრინდება

„ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ძმასთან ერთად კოსმოსში გაფრინდება

მომავალ თვეს კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და მისი ძმა საკუთარი კომპანიის  „ბლუ ორიჯინ“ რაკეტით პირველად გაფრინდებიან კოსმოსში.

 
ჯეფ ბეზოსი ამბობს, რომ კოსმოსიდან დედამიწის დანახვა სულისშემძვრელი იქნება, რადგან ასეთ დროს ადამიანიც იცვლება და მისი დამოკიდებულებაც ამ პლანეტისადმი. დედამიწა მხოლოდ ერთია. იქ გაფრენა კი მისი ოცნება იყო. ჯეფ ბეზოსისთვის გამგზავრება დიდი თავგადასავალი იქნება.

[br]კომპანიაში მესამე ადგილის მოსაპოვებლად აუქციონი იმართება. აუქციონში 143 ქვეყნიდან 6000 ადამიანი იღებს მონაწილეობას. თანხა უკვე 2.8 დოლარამდეა ასული.

ფრენა 10 წუთს გაგრძელდება, ფრენის დროს ძმები კოსმოსში უწონადობასაც შეიგრძნობენ.

თუმცა ბეზოსი არ არის ერთადერთი მდიდარი ადამიანი, რომელიც კოსმოსურ ფრენებს კომერციული მიზნებისთვის იყენებს. ბრიტანელი მილიარდერის რიჩარდ ბრენსონის  კომპანია „ვირჯინ გალაქტიკი“ ასევე მუშაობს ხომალდის შექმნაზე, რომ ადამიანები კოსმოსში გააგზავნოს.

ილონ მასკის „სპეის ექსისიც“ გეგმავს ორბიტულ ფრენებს. მოგზაურობა მილიონობით დოლარი დაჯდება და მსურველებს კოსმოსში ბევრად უფრო შორს შეღწევა შეეძლებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend