მთავარიმსოფლიოევროპასაფრანგეთში ბარები და რესტორნები მომხმარებლებს შენობის შიგნით უმასპინძლებს

საფრანგეთში ბარები და რესტორნები მომხმარებლებს შენობის შიგნით უმასპინძლებს

ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები ეტაპობრივად უქმდება.

საფრანგეთში დღეიდან ბარები და რესტორნები მომხმარებლებს შიდა სივრცეში უმასპინძლებს, 9 ივნისიდან  კომენდატის საათი საღამოს 9 საათიდან 11 საათამდე იმოქმედებს.

კოვიდშეზღუდვები იხსნება ირლანდიაშიც.

რესტორნები და ბარების მფლობელები უკვე მზად არიან, უმასპინძლონ სტუმრებს. ირლანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, დუბლინის, კორკისა და გალვეის ჩათვლით, ქუჩებში ნაგვის ურნებს ამონტაჟებენ , რათა ზაფხულს ბევრად უფრო მომზადებული შეხვდნენ.

ამასობაში ესპანეთის რამდენიმე რეგიონში კოვიდსერტიფიკატებთან დაკავშირებით ონლაინრეგისტრაცია დაიწყო.

სანამ კოვიდ-19 ის პასპორტი ამოქმედდება, 1 ივლისიდან სერტიფიკატით  განისაზღვრება, გაიკეთეს თუ არა  ესპანეთის მოქალაქეებმა ვაქცინა, გადაიტანეს თუ არა კორონავირუსი ან აქვთ თუ არა ტესტის უარყოფითი პასუხი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend