მთავარისაქართველო"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დღეს, 8 ივნისს “ძალა ერთობაშია – გაერთიანებული ოპოზიციის” ბლოკში შემავალ პარტიებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში შევა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება.

ამით პარტიის 7-თვიანი ბოიკოტი დასრულდება. გადაწყვეტილება ბოიკოტის დასრულების შესახებ “ნაციონალურმა მოძრაობამ” 30 მაისს მიიღო.

პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ბრძოლის გაგრძელებას ნიშნავს და ისინი ბიძინა ივანიშვილს კომფორტის ზონას არ დაუტოვებენ.

პარლამენტში შესვლის მიუხედავად, “ნაციონალური მოძრაობა” ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. როგორც პარტიაში ამბობენ, ისინი ამნისტიის პუნქტს არ ეთანხმებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend